17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ფიფამ სენატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იოზეფ ბლატერი არ დაიკითხება შეერთებული შტატების სენატის კომისიის მიერ, რადგან ფიფამ შესაბამის მოთხოვნას უარით უპასუხა.

ამერიკელებს სურდათ, რომ იოზეფ ბლატერს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა სენატისთვის ორგანიზაციაში ატეხილი კორუფციული სკანდალის შესახებ.

მანამდე შვეიცარიის გენერალური პროკურორი მიხაელ ლაუბერი აცხადებდა, რომ გამოძიების ფარგლებში შესაძლოა დაიკითხონ ბლატერი და ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე.

იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მეხუთე ვადით 29 მაისს აირჩიეს. თუმცა, 2 ივნისს თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ფიფას საგანგებო კონგრესი, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ 20 ივლისს გაიმართება. 

დღის ამბები