17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ვოლფსბურგში შვაინშტაიგერის ტრანსფერი გაუხარდათ

 კლაუს ალოფსის თქმით, ბოლო დღეებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მომავალ სეზონში „ვოლფსბურგს“ მიუნჰენის „ბაიერნთან“ ბრძოლის წარმატებით დასრულების მეტი შანსი გაუჩნდა.

 კლუბის სპორტული დერექტორი განსაკუთრებით გაახარა შვაინშტაიგერის ტრანსფერმა. „ლევერკუზენის „ბაიერის“ და მიომხენგლადბახის „ბორუსიას“ მსგავსად, „ბაიერნის“ შეცდომით ჩვენც გვინდა ვისარგებლოთ. მათ გაყიდეს თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელი. შესაძლოა ეს ერთგვარი ნიშანია“, - აცხადებს ალოფსი.

 შვაინშტაიგერი უკვე შეუდგა ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ჟერომ ბოატენგი, რომელიც რამდნიმე წლის წინ თავად თამაშობდა პრემიერ ლიგაში, დარწმუნებულია, რომ 30 წლის ნახევარმცველი ინგლისში წარმატებას მიაღწევს.

 „კარგად მესმის რატომ მიიღო ბასტიმ ეს გადაწყვეტილება. ერთადერთი რასაც ის უნდა შეეგუოს ბრიტანელი მსაჯებია. ისინი თამაშის წესების ყოველი დარღვევისას არ უსტვენენ. უფრო სწორად ისინი ამასთან დაკავშირებით თითქმის არასოდეს აჩერებენ თამაშს. თანაც თამაში იქ უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. თუმცა, შვაინშტაიგერი შესანიშნავი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ის პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - აღნიშნა ბოატენგმა გერმანული Sport1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

დღის ამბები