„მონაკომ“ მიაღწია შეთანხმებას „მილანთან“ სტეფან ელ შაარავის იჯარის წესით აყვანის შესახებ.
22 წლის თავდასხმელი მონეგასკურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს, რის შემდეგაც „მონაკოს“ მისი შეძენის შესაძლებლობა ექნება.
ელ შაარავის დამატება ფრანგებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. თუ „მონაკომ“ მისი შეძენა გადაწყვიტა, „მილანი“ დამატებით 13 მილიონ ევროს მიიღებს.
ელ შაარავიმ „მილანში“ 4 სეზონი გაატარა.