ლუი ვან გაალმა სასურველი ფეხბურთელების სიაში პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი დააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური გაზეთი „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
სავარაუდოთ ეს ტრანსფერი არ განხორციელდება, რადგან „ბაიერნი“ ერთი სატრანსფერო პერიოდის დროს მეორე წამყვან ფეხბურთელს „იუნაიტედს“ არ დაუთმობს. გუნდი რამდენიმე დღის წინ უკვე დატოვა ბასტიან შვაინშტაიგერმა.
ლევანდოვსკის ალტერნატივად, ლუი ვან გაალს პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი მიაჩნია. განიხილება ურუგვაელის ანხელ დი მარიაში გაცვლის შესაძლებლობაც.
სულ მიმდინარე წელს „მანჩესტერი“ ახალი ფეხბურთელების შეძენაში 300 მილიონი ფუნტის დახარჯვას გეგმავს. ჯერჯერობით „იუნაიტედმა“ ამ თანხის მეოთხედი აითვისა.