იკერ კასილასი დღეს პორტუგალიაში ჩავიდა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ესპანელი მეკარე „პორტუში“ 12 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კასილასი "პორტოსთან" კონტრაქტს 2017 წლამდე გააფორმებს, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ანაზღაურება თვეში 210 000 ევრო იქნება და პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი, მთავარ გუნდში, 1999 წლიდან მოყოლებული 725 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად 19 ტიტული მოიგო.