„ფიორენტინას“ თავდასხმელი მარიო გომესი კარიერას სავარაუდოთ თურქეთში გააგრძელებს. მისი შეძენით სტამბოლის „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულება შესაძლოა დღესვე გაფორმდეს. კონტრაქტის ხანგრძლივობა არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, რომ „ბეშიქტაში“ 30 წლის გერმანელ ფეხბურთელს ხოველწლიური ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
გომესის მოქმედი ხელშეკრულება „ფიორენტინასთან“ 2017 წელს იწურება.