ლივერპულიდან მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, რაჰიმ სტერლინგმა ახალი კლუბის შესახებ ისაუბრა.
„შესანიშნავი გრძნობაა. უბრალოდ ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი დასრულდა და მოუთმენლად ველი „სიტის“ შემადგენლობაში მოედანზე გასვლას“, - განაცხადა სტერლინგმა. მისივე თქმით, მისთვის გადამწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ „სიტის“ ყოველ წელს შეუძლია იბრძლოს ტიტულებისთვის.
20 წლის ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა თავის ყოფილ მწვრთნელებს: „რაფა ბენიტესის მადლობელი ვარ, რადგან 15 წლის ასაკში გუნდში ამიყვა. ასევე მინდა აღვნიშნო ჩემ განვითარებაში კენი დალგლიშის წვლილი. მინდა მადლობა გადავუხადო ბრენდან როჯერსაც, რომელმაც „ლივერპულის“ ძირითდში თამაშის საშუალება და ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენაში დამეხმარა“.
რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ „სიტიმ“ „ლივერპულს“ 49 მილიონი ფუნტი გადაუხადა.