„არსენალის“ მთავარი მწვრთბელის თქმით, ალექსის სანჩესი გუნდს 3 აგვისტოს დაუბრუნდება. ჩილელმა თავდასხმელმა ეროვნულ გუნდთან „კოპა ამერიკა“ მოიგო. სწორედ ნაკრებში თამაში გახდა მისთვის შვებულების გახანგრძლივების მიზეზი.
„ზოგადად მოთამაშეებს ძალების აღსადგენად მინიმუმ სამი კვირა სჭირდებათ. ამიტომ, ალექსისი გამოტოვებს პრემიერ ლიგის სტარტს“, - განაცხადა ვენგერმა.
ჩილელი გამოტოვებს ინგლისის სუპერთასის მატჩს „ჩელსის“ წინააღმდეგ და პრემიერლიგის პირველი ტურის თამაშეს „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ.