გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეფერსონ ფარფანი შესაძლოა გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ ჯაზირაში“ გადავიდეს.
არაბული გუნდი მზადაა პერუელ ფორწარდს წლიური ხელფასის სახით 10.7 მილიონი ევრო გადაუხადოს და 2018 წლამდე გაუფორმოს ხელშეკრულება.
წინადადებით შესაძლოა მოიხიბლოს „შალკეც“. კლუბის ხელმძღვანელებს „ინტერიდან“ ჩერდან შაქირის შეძენა სურთ, რისთვისაც 17 მილიონი ევრო სჭირდებათ.