დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ რომან ვაიდენფელერი გუნდში დარჩება.
ვეტერანი მეკარე გუნდის გამოცვლას ფიქრობს, რადგან „ბორუსიაში“ „ფრაინურგიდან“ რომან ბურკი გადავიდა. ამიტომ ვაიდენფელერს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია არ აქვს.
„ვფიქრობ, კარგია ორი ასეთი მაღალი დონის მეკარე რომ გვყავს. მწვრთნელის გადასაწყვეთია ვის დააყენებს ძირითად შემადგენლბაში. იმედია, ყველაფერი უცვლელად დარჩება“, - განაცხადა ვაცკემ.
ვრცელდება ინფორმაციას, რომ ვაიდენფელერის შეძენით ფრანკფურტის „აინტრახტია“ დაინტერესებული.