„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გააკრიტიკა კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ პოლ პოგბას შეძენის მცდელობებისთვის. კატალონიელთა ხელმძღვანელობამ ტურინის „იუვენტუსს“ ფრანგ ნახევარმცველში 80 მილიონი ევრო შესთავაზა.
„გუნდმა შეიქმნა იმიჯი ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც მესი, ხავი და ინიესტა არიან. ისინი „ბარსელონას“ აღზრდილები არიან. ახლა კი ეს ყველაფერი იკარგება. ვფიქრობ, პოგბაში შეთავაზებული ფასი აბსურდულია“, - ციტირებს კრუიფის სიტყვებს ესპანური გაზეთი „ას“-ი.