17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
გორის „დილა“ ბელგრადში „პარტიზანთან“ დამარცხდა

 ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ტურის შეხვედრა გამართა საქართველოს ჩემპიონმა, გორის ”დილამ”. ბელგრადში “ინა სტადიონზე” “პარტიზანმა” მეტოქე 1:0 დაამარცხა.

 ქართული კლუბი საპასუხო მატჩის წინ ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს, თუმცა პირველ შეხვედრაში სერბული კლუბი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მათ მეტოქის კარის მიმართულებით 21 დარტყმა შეასრულეს, ”დილამ” კი მხოილოდ ერთი.

 გორელთა მეკარე ალექსეი შევჩენკოს რამდენჯერმე ურთულესი ბურთის მოგერიებაც მოუხდა. პარტიზანმა ერთადერთი ბურთი 83-ე წუთზე გაიტანა, ბაბოვიჩმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

 აღსანიშნავია, რომ დილამ მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულა, ორი ყვითელი ბარათის გამო ფალავანდიშვილი გააძევეს. საპასუხო შეხვედრა გორში 21 ივლისს გაიმართება

დღის ამბები