ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, იკერ კასილიასისა და ჩავი ერნანდესის ტრანსფერებს გამოეხმაურა.
„ლა ლიგაში ორი გენიალური ფეხბურთელი თამაშობდა, იკერ კასილიასი და ჩავი ერნანდესი.“
როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბარსელონასთვის“ მოთამაშეები ნამდვილ სახეს წარმოადგენდნენ. იმედი მაქვს, სხვა ფეხბურთელები მოახერხებენ მათი დანაკლისის აღმოფხვრას.“- განაცხადა ტებასმა.