კლაუდიო რანიერი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
63 წლის იტალიელი სპეციალისტი პრემიერლიგაში დაბრუნებით ბედნიერია.
"მას მერე, რაც "ჩელსი" დავტოვე, ვოცნებობდი, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მუშაობის კიდევ ერთი შანსი მომცემოდა. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის გუნდის მფლობელსა და მმართველებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ და ერთადერთი საშუალება მაქვს, ეს ნდობა გავამართლო - გუნდმა კარგი შედეგი უნდა დააფიქსიროს" - განაცხადა იტალიელმა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, კლაუდიო რანიერი "ვალენსიას", "პარმას", "რომას", "იუვენტუსს", „ჩელსის“, "ინტერს" და "მონაკოს" წვრთნიდა.