მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, ცეზარ კუჩარსკი უარყოფს ფეხბურთელის რომელიმე კლუბში გადასვლის ფაქტს.
" ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და მისით ინგლისის პრემიერლიგისა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა მის გაყიდვას ბაიერნი არ აპირებს. ლევანდოვსკი ბაიერნში თავს კარგად გრძმნობს და არსად წასვლას არ აპირებს." -განაცხადა კუჩარსკიმ.
გერმანული ბილდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ უნაიტედმა ", "ბაიერნს" კონკრეტული წინანადებით მიმართა, ინგლისური კლუბი პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა მიუნხენელებმა ეს წინადადება უარყვეს.