17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ვოლსბურგს" ჩიჩარიტო სურს

  „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ვოლფსბურგს“ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულად გამოსვლა სურს და ამ მიზნით შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. ინგლისური გაზეთის ინფორმაციით, გერმანიის თასის მფლობელი „მანჩესტერის“ თავდასხმელის, ჯავიერ ერნანდესის შეძენას აპირებს.

 კლუბის დატოვება სურს თავად ფეხბურთელსაც. ის არ ფიგურირებს ლუი ვან გაალის სამომავლო გეგმებში. მექსიკელმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „რეალში“ განათხოვრების წესით გაატარა.

 ჩიჩარიტოს გუნდში დატოვება არც მადრიდელებმა მოინდომეს. თუმცა, 27 წლის ფეხბურთელის დამატებით ბევრი გუნდია დაინტერესებული. მათ შორის „ვესტ ჰემი“, „რომა“, „გალათასარაი“ და „ბეშიქთაში“.

დღის ამბები