სამი ხედირა ახალ კლუბში 28 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტურინის „იუვენტუსმა“ გერმანელი ნახევარმცველი დღეს ოფიციალურად წარუდგინა მედიას და გულშემატკივრებს.
„გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ გუნდთან ერთად ისტორიული წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა სამი ხედირამ.
28 წლის ფეხბურთელმა ტურინელებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი თქმით, „იუვენტუსში“ გადასვლის გადაწყვეტილება ადვილად მიიღო. „დიდ ხანს არ მიფიქრია. „იუვე“ ისეთივე დიდი კლუბია, როგორც „რეალი“, - აღნიშნა ხედირამ, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში მადრითელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.