იტალიური მედიის ინფორმაციით, არტურო ვიდალი ტურინიდან მიუნჰენში გადავა. კლუბები უკვე შეთანხმდნენ მის სატრანსფერო ფასზეც, რომელიც ბონუსების ჩათვლით 40 მილიონი ევრო იქნება.
ვიდალის წარმომადგენლები „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად უკვე გაემგზავრნენ მიუნჰენში.
სავარაუდოდ, ჩილელი ნახევარმცველი ყოველწლიური ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.