17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ენდი მარეის საფრანგეთის დამარცხების სჯერა

პარასკევს ლონდონში დევისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დიდი ბრიტანეთის გუნდი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საფრანგეთთან გამართავს შეხვედრას.

ენდი მარეის მიაჩნია, რომ მის გუნდს შეუძლია ძლიერი მეტოქის დამარცხება.

„ბოლო პერიოდში კარგად ვთამაშობდით. მართალია, საფრანგეთს ძლიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ წარმატების მაინც მჯერა“, - განაცხადა მარეიმ.

საფრანგეთის ნაკრების ღირსებას ჟილ სომონი, ჯო ვილფრიდ ცონგა და რიშარ გასკე იცავენ. თუ ბრიტანელებმა მათი დამარცხება მოახერხეს, ისინი 1981 წლიდან პირველად შეძლებენ დევისის თასის ნახევარფინალში გასვლას. 

დღის ამბები