ტურ დე ფრანსის რიგით მე-11 ეტაპი პოლონელი ველომრბოლელის რაფაელ მაკას გამარჯვებით დასრულდა.
188 კმ დისტანცია მან ყველაზე სწრაფად 5 საათში და 2 წუთში დაფარა.
საერთო ჩავლაში კვლავ ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი ლიდერობს, მომდევნო პოზიციები კი ამერიკელ ვან გარდერენსა და კოლუმბიელ ნაირო ქუინტანას უკავიათ.