ქალაქ ნაგოიაში მიმდინარეობს ივლისის ბაშო, რომელშიც ორი ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), დასავლეთის მე-6 მაეგაშირა იღებენ მონაწილეობას.
გაგამარუმ საწყისი 3 მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. ქართველი სუმოისტის ბალანსი 2 მოგება და 3 მარცხია. ხვალ ქართველი სპორტსმენი თავის ყოფილ თანაგუნდელ, იაპონელ კიტატაიკის დაუპირისპირდება.
ტოჩინოშინი იაპონელ ოძეკი კოტოშოგიკუსთან დამარცხდა. საწყისი 4 ტურის შემდეგ სუმოისტს 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რეიტინგში დასაწინაურებლად ქართველმა დარჩენილი 10 ტურიდან მინიმუმ 7-ის მოგება უნდა შეძლოს.