17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა დევისი თასზე მეორე შეხვედრაც მოიგო

სან მარინოში მიმდინარე დევისის თასის მეორე შეხვედრაში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ისლანდია 3-0 დაამარცხა.

გიორგი ჯავახიშვილმა 6:0, 6:2 მოუგო მაგნუს გუნარსონს, გიორგი ცივაძემ 6:3, 6:0 ვლადიმერ რისტიჩი დაამარცხა, წყვილთა შორის კი ცივაძე ჯავახიშვილმა გუნარსონი - რისტიჩის წყვილს 6:1, 6:3 მოუგეს.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები დევისის თასზე  III ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ევროპულ ზონაში პირველი თამაში მოიგო.

ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელებმა ალბანეთი 3:0 დაამარცხეს.

 

დღის ამბები