"უეფას" ევროპა ლიგაზე თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს "ტრაბზონსფორი".
თურქული კლუბი ლუქსემბურგის “დიფერდანჟს” დაუპირისპირდება. ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ თამაშსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს."ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ შეხვედრაში შოთა არველაძის დებიუტი შედგება, რომლის ასისტენტიც გიორგი დევდარიანია.
ტრაბზონში მუშაობს "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი.