17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ჯეკო დე ბროინეს ვოლფსბურგში დარჩენას ურჩევს

ედინ ჯეკოს მიაჩნია, რომ კევინ დე ბროინესთვის ამ ეტაპზე „სიტიში“ გადასვლა არ არის მიზანშეწონილი.

მანჩესტერელთა თავდასხმელის აზრით, „ვოლფსბურგში“ დარჩენის შემთხვევაში მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება, ვიდრე „სიტიში“.

„გავიგე, რომ „სიტის“ დე ბროინეს შეძენა სურს. რასაკვირველია, ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი მუდმივად „ვოლფსბურგში“ ვერ ითამაშებს. თუმცა, ინგლისში წელს გადმოსვლა მისთვის შესაძლოა პრობლემად იქცეს. აქ 20 ვარსკვლავია, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ყოფნა სურს. კევინისთვის ალბათ უფრო მიზანშეწონილია კიდევ ერთი სეზონი გაატაროს „ვოლფსბურგში“ და თავის განვითარებაში მორიგი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ედინ ჯეკომ. 

დღის ამბები