კლაუდიო პიზარომ განაცხადა, რომ კარიერის საუკეთესო წლები „ბაიერნში“ გაატარა და კლუბს მადლობა გადაუხადა.
„ამ დიდ ოჯახს მინდა მადლობა გადავუხადო. ამას არასოდეს დავივიწყებ. „ბაიერნს“ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს პერუელი ფორვარდი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
პიზაროს კონტრაქტი მიუნჰენურ კლუბთან სეზონის ბოლოს ამოიწურა. „ბაიერნმა“ ვეტერან ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
ამჯამად პერუელი ახალი გუნდის ძიებაშია. გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დამატება „ჰანოვერს“ სურს.