17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ბენიტესს რამოსის დარჩენის იმედი აქვს

რაფაელ ბენიტესის თქმით, ის ბედნიერი იქნება თუ სერხიო რამოსი გუნდში დარჩენას გადაწყვეტს.

„სერხიო ნამდვილი პროფესიონალია. ის შესანიშნავად მუშაობს ვარჯიშებსზე. „რეალის“ მომავალს ვხედავ რამოსთან ერთად. მის დარჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - ციტირებს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ესპანური გაზეთი „მარკა“.

რამოსი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. ის წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით პერესი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. 

დღის ამბები