არსენ ვენგერის თქმით, „არსენალი“ ამჟამად არ განიხილავს მადრიდის „რეალიდან“ კარიმ ბენზემას შეძენას.
„არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ჭორი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა.
გასულ პარასკევს ინგლისური გაზეთი „სანი“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „არსენალმა“ „რეალს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და ფეხბურთელში 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა.