17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ფიური: „კლიჩკოსთან თუ დავმარცხდი, კარიერას დავასრულებ“

ბრიტანელი მძიმე წონოსანი მოკრივე ტაისონ ფიური მიიჩნევს, რომ მას ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების კარგი შანსები აქვს.

„კლიჩკოსთან თუ ვერ გავიმარჯვე, რომელიც კრივის საზომებით 39 წლის ასაკში მოხუცია, გამოდის რომ ისეთი ძლიერი არ ვყოფილვარ როგორც მეგონა. იმედია, ის ვერ გადარჩება, როგორც ეს დერეკ ჩიზოროსთან მოახლერხა“, - წერს ფიური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ამჟამად კლიჩკო WBA-ს, WBO-ს და IBF-ის ვერსიებით არის მსოფლიო ჩემპიონი. ტაისონ ფიურიმ კი კარიერაში ოცდაოთხივე მატჩი მოიგო, მათგან 18 კი ნოკაუტით.

დღის ამბები