ბრიტანული გაზეთის, „დეილი სტარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ანხელ დი მარიას ტრანსფერს უახლოეს დღეებში განახორციელებს.
არგენტინელ ნახევარმცველს „მანჩესტერში“ განუმარტეს, რომ რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, თამაშის საშუალება უფრო ხშირად მიეცემა. თუმცა, თავად ფეხბურთელს მუდმივად ძირითად შემადგენლობაში სურს თამაში.
„იუნაიტედი“ დი მარიას ედისონ კავანიში გაცვლის შესაძლებლობას განიხილავდა, მაგრამ პარიზულმა კლუბმა „მანჩესტერის“ ეს წინადადება არ მიიღო.