ამ წუთებში ოლიმპიური ცეცხლი თბილისში შემოიტანეს. ცეცხლი თბილისის მერმა დავით ნამრანიამ ჩაიბარა. საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე კი თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურმა სიმბოლომ მთელი ქვეყანა მოიარა და დღეს დედქალაქის მთავარ მოედანზე დაინთო. მეჩირაღდნეებს შორის თბილისში "კურიერის" სპორტის ჟურნალისტი დავით ერაძეც იყო.
9 დღეში კი ოლიმპიური ცეცხლი თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარ ჩირაღდანზე დაენთება. ერთი კვირის განმავლობაში თბილისში 4 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის.
ოლიმპიური ცეცხლი ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში მოგზაურობდა და ბოლო წერტილი კი თბილისია.