მადრიდის „ატლეტიკომ“ „ფიორენტინადან“ სტეფან სავიჩი შეიძინა.
რახიბლანკომ 24 წლის მცველში 12 მლნ ევრო გადაიხადა. სერბი ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
სავიჩი 2011-12 წლებში მანჩესტერ „სიტის“ ღირსებას იცავდა, 2012 წლიდან კი იტალიურ კლუბში ირიცხებოდა.