ტურ დე ფრანსის მე-16 ეტაპი ესპანელმა რუბენ პლაზამ მოიგო. 201 კილომეტრიანი დისტანცია ველომრბოლელმა 4 საათსა და 30 წუთში გაიარა.
ფინიშტან მეორე მივიდა სლოვაკი პეტერ საგანი, ხოლო მესამე იყო კოლუმბიელი ჯარლინსონ პანტანო.
ტურნირის ფავორიტები, ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი 28-ე, იტალიელი ვინჩენცო ნიბალი 24-ე, ესპანელი ალბერტო კონტადორი 25-ე და ესპანელი ალეხანდრო ვალვერდე 29-ე პოზიციაზე გავიდნენ.