შვაინშტაიგერის შეძენის შემდეგ, „მანჩესტერს“ მიუნჰენის „ბაიერნის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს.
გერმანული ინტერნეტ-პორტალის SPORT1-ის ინფორმაციით, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მზადაა ტომას მიულერის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.
„მანჩესტერი“ მზადაა ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთვაზოს და ყოველწლიური ანაზღაურების სახით 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
„მანჩესტერმა“ „ბაიერნს“ მიულერი შეძენის თაობაზე ოფიციალურად ერთხელ უკვე მიმართა და მის სანაცვლოდ ბავარიელებს 82 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ წინადადება უარყო.