17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
დრაქსლერს იუვესგან 5 მილიონი სურს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გერმანიაში იულიან დრაქსლერს და მის აგენტს შეხვდა.

საუბარი ისეთ კონკრეტულ საკითხს შეეხო, როგორიც ფეხბურთელის მომავალი ხელფასია. იტალიური მედიის ინფორმაციით, დრაქსლერი და მისი აგენტი იმედოვნებენ, რომ „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში მისი ხელფასი 5 მილიონ ევრო გაუტოლდება. ეს იმ თანხის ორმაგი ოდენობაა, რასაც 21 წლის ფეხბურთელი წელიწადში „შალკესგან“ იღებს.

გასულ სეზონში დრაქსლერმა გერმანიის ჩემპიონატში ტრავმის გამო მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. 

დღის ამბები