მადრიდის „რეალი“ მარკო როისის შეძენის მთავარი კანდიდატია.
ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებული „ბარსელონა“ და „ლივერპულიც“ არიან, მაგრამ თავად ფეხბურთელს დორტმუნდის დატოვების შემთხვევაში მადრიდში გადასვლა სურს.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ „რეალის“ წინადადება დანარჩენი ორი გუნდის შეთავაზებებზე გაცილებით სარფიანია.
როისის დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2019 წლამდეა.