ანდრეს ინიესტას თქმით, „ბარსელონა“ მოამავალ სეზონში იმ შედეგების გამეორებას შეეცდება, რომელიც გუნდს გასულ სეზონში ჰქონდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ამ ე.წ. „ტრიპლის“ იმედი აქვს ინიესტას მომავალ სეზონშიც.
„ზედიზედ ორჯერ ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია. ყველანი მოტივირებულები ვართ და შარშანდელი გამეორებას შევეცდებით“, - განაცხადა კატალონიური კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა.