17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
მაურინიო კასილასს ხელფასის გამო აკრიტიკებს

ჟოზე მაურინიომ იკერ კასილასის ხელფასზე ისაუბრა, რომელსაც მეკარე „პორტუს“ რიგებში აიღებს.

„კასილიასისთვის ამხელა ხელფასის დანიშვნას სჯობდა, რომელიმე კარგი ფეხბურთელი დაემატებინათ, რომელიც ნორმალურ ხელფასს მოითხოვდა.“

„პორტუგალიაში ეკონომიკური კრიზისია, სოციალურად დაუცველი ხალხი მომრავლდა, ამ ფონზე კი იკერმა საკუთარი ვალდებულებების „პორტუზე“ დაკისრება მოითხოვა. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს სწორი საქციელია.“ - განაცხადა „განსაკუთრებულმა“

მაურინიოს და კასილასს ურთიერთობა, ჟოზეს „რეალის“ მწვრთნელობის პერიოდში გაუფუჭდათ.

 

დღის ამბები