17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ბენზემა მადრიდში რჩება

Daily Star-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ უარი განაცხადა ფრანგი თავდამსხმელის გაყიდვაზე და ლონდონის „არსენალის“ 45 მლნ. ევროიანი შეთავაზება დაბლოკა.

მადრიდელებმა ინგლისელებთან ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყვიტეს, რადგან „რეალის“ მთავარ მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი თავდამსხმელს გუნდის საკვანძო ფიგურად მიიჩნევს.

ბენზემა „რეალში“ 2009 წელს, „ლიონიდან“ 41 მლნ ევროდ გადავიდა, 27 წლის ფრანგმა „სამეფო კლუბის“ რიგებში 281 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა

დღის ამბები