17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
იკერის აგენტი - "კასილასს წასვლა აიძულეს"

იკერ კასილასის აგენტმა მისი კლიენტის ტრანსფერზე ისაუბრა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, იკერ კასილასს იმ კლუბიდან წასვლა სურდა, რომელშიც 25 წელიწადი გაატარა?! ეს ხომ მტკნარი სიცრუეა. კაპიტანს კლუბის დატოვება არ სურდა, მაგრამ აიძულეს.“

„კასილიასის მიზანი მთელი ცხოვრების მანძილზე „რეალის“ წარმატება იყო, მას არ სურდა კლუბის დატოვება, მისი კარიერა სწორედ ესპანეთის დედაქალაქში უნდა დასრულებულიყო.“

სპორტულმა მენეჯერმა კრიშტიანო რონალდუს მომავალზეც გამოთქვა აზრი.

„კრიშტიანო რონალდუ? ის ჯერ სჭირდებათ, როდესაც მიხვდებიან, რომ „შვიდიანი“ აღარ არის საჭირო, მაშინვე მოისვრიან.“

იკერ კასილასი "პორტუში" გააგრძელებს კარიერას.

დღის ამბები