17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
კლიჩკო ფიურისთან რთულ მატჩს ელოდება

ვლადიმერ კლიჩკოს თქმით, მისი მომავალი მოწინააღმდეგე ტაისონ ფიური რინგზე მოტივირებული გავა და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

„ფიურის ჩემი ქამრების მოპოვება სურს. ის სერიოზულად არის განწყობილი და სჯერა, რომ ჩემს დამარცხებას მოახერხებს. თუმცა, მეც არანაკლებ მინდა მოგება“, - აცხადებს უკრაინელი მოკრივე.

ვლადიმერ კლიჩკო  IBF-ს, IBO-ს, WBA-ს და WBO-ს  ვერსიებით მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონია.

ფიორი და კლიჩკო ერთმანეთს დიუსელდორფში 24 ოქტომბერს შეხვდებიან.

 

დღის ამბები