17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მერტესაკერი: კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანია

პერ მერტესაკერს მიაჩნია, რომ „არსენალი“ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გერმანელი მცველის აზრით, გუნდი სატრანსფერო პერიოდის დროს გაძლიერდა და ინგლისის პირველობის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

„თავიდანვე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. კარგი დასაწყისი აუცილებელია. გასულ სეზონში სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებელი გამოდგა. მართალია, მოგვიანებით უკეთესად ავთამაშდით, მაგრამ ძალიან გვიანი იყო“, - განაცხადა მერტესაკერმა.

გერმანელი მცველი მიიჩნევს, რომ „არსენალს“ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „მანჩესტერს“ და „ჩელსის“. სწორედ ამ ორ გუნდს მიიჩნევს მცველი პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტებად.

 

დღის ამბები