„მანჩესტერ სიტი“ მზადაა კევინ დე ბროინეში „ვოლფსბურგს“ 72 მილიონი ევრო გადაუხადოს.
გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი ამ ინფორმაციას მშვიდად შეხვდა. კლაუს ალოფსმა საკუთარი აზრი დე ბროინეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ, გერმანულ გეზეთ „ბილდთან“ გამოთქვა.
„ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენ კლუბს არ სჭირდება თავისი ფეხბურთელების გაყიდვა. ასეთ რამეს არ ითვალისწინებს კლუბის განვითარების სტრატეგია“, - განაცხადა ალოფსმა.