მექსიკურმა „ტიგრესმა“ საკითარ მოედანზე ბრაზილიური „ინტერნასიონალი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიბერტადორესის თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ გუნდების პირველი მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში კი „ტიგრესი“ 57-ე წუთისთვის მეტოქეს 3 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა. „ინტერნასიონალმა“ მატჩის ბოლოს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
ლიბერტადორესის თასის პირველ ფინალურ მატჩში „ტიგრესი“ 29 ივლისს „რივერ პლეიტს“ უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი არგენტინაში 5 აგვისტოს გაიმართება.