ესპანური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ თავდასხმელის და მისი ფანის ხმამაღალი კამათი მხოლოდ გამვლელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
გონსალო იგუაინი ბალეარის კუნძულებზე ისვენებს. ის თავის თანაგუნდელ ეზეკილ ლავესისთან ერთად ღამის კლუბიდან გამოდიოდა, როდესაც გამვლელმა მას ავტოგრაფი სთხოვა. იგუაინმა მას უარი უთხრა, რის შემდეგაც გულშემატკივარმა დაუვირა: „შენ პენალტის დარტყმა არ შეგიძლია“.
ამან 27 წლის არგენტინელი აღაშფოთა. „ვიდეო წაშალე, თორემ თავს მოგაძრობ“, - ყვიროდა იგუაინი.
ფიზიკურ დაპირისპირებაში ინციდენტი გამვლელების წყალობით არ გადაიზარდა.
გონსალო იგუაინმა ჩილესა და არგენტინას შორის გამართულ კოპა ამერიკას ფინალური მატჩის პენალტების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა.