17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ნბა-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე

ნბა-ს მოთამაშეთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გასული სეზონის საუკეთესო მომათამაშე დააჯილდოვეს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ კოლეგებმა ჯეიმს ჰარდენი დაასახელეს.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის ფანების გვერდში დგომაა“, - განაცხადა ჰარდენმა.

„როკეთსის“ კალათბურთელმა გამოკითხვაში აჯობა სტეფ კარის, რომელიც ოფიციალურად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა. ტიტული კარიმ მედიის წარმოამადგენლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. 

დღის ამბები