„ას“-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ საწვრთნელო შტაბი „იუვენტუსიდან“ ფერნანდო ლორენტეს შეძენით არის დაინტერესებული.
ესპანური გაზეთის მტკიცებით, მას პედროს შემცვლელათ განიხილავენ, რომელმაც შესაძლოა კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
პედროს შეძენა, რომლის სატრანსფერო ფასად 30 მილიონი ევრო სახელდება, „მანჩესტერს“ და „ლივერპულს“ სურთ.
აღსანიშნავია, რომ ლორენტეს კანდიდატურას „მანჩესტერიც“ განიხილავს.