„იუვენტუსიდან“ „ბაიერნში“ არტურო ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
„ბაიერნის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ტურინელებთან და თავად ფეხბურთელთან ყველა დეტალი შეთანხმებულია.
„კონტრაქტის გაფორმებამდე ახლა მხოლოდ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაა დარჩენილი. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მომავალი კვირიდან ვიდალი გუნდთან ვარჯიშს დაიწყებს“, - აცხადებს რუმენიგე.