Skysport-ის ინფორმაციით, “ინტერი” და მანჩესტერ „სიტი” სტევან იოვეტიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ჩერნოგორიელი ფეხბურთელი მილანურ კლუბში არენდის წესით ითამაშებს. „ინტერს“ შემტევის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. ოფიციალურად ტრანსფერი რამდენიმე დღეში დადასტურდება.
გასულ სეზონში იოვეტიჩმა პრემიერ-ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.