BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ და „რომა“ მუჰამედ სალაჰის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ეგვიპტელი ფეხბურთელი „რომაში“ არენდით ითამაშებს.
23 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში 2014 წელს, „ბაზელიდან“ გადავიდა. წინა სეზონი სალაჰმა ასევე არენდის წესით „ფიორენტინაში“ გაატარა.