საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის ”ლოკომოტივი” ახალი სეზონისთვის ემზადება.
კლუბმა კონტრაქტი რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან გააფორმა. ”ლოკომოტივის” ღირსებას მომდევნო სეზონში - გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა ქიქავა და გიორგი თექთურმანიძე დაიცავენ.
გუნდი ხვალ დილით ავსტრიაში გაემგზავრება და 12 დღის განმავლობაში ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში, ”ლოკომოტივი” სტუმრად საჩხერის ”ჩიხურასთან” ითამაშებს.